საუკუნეა აღარ დამიპოსტია. აქ როცა დასაპოსტად შემოვდივარ, ვხედავ რომ სხვებმა რაღაც ახალი დაწერეს და იმათ კითხვას ვიწყებ, და ბოლოს ისე ჩამეძინება აღარც მახსოვს რა უნდა დამეპოსტა...
დღეს დილით ადრე ავდექი რომ ქრისტოს ბლოგზე დამეპოსტა, სამსახურშიც დავაგვიანე ერთი საათით ისე გავერთე წერით.
და ესეც პოსტი...
ორიგინალი თავისი კომენტარებით აქ http://www.chaochaotic.blogspot.com/ ქრისტის ბლოგზე შეგიძლია ნახო. და უამრავი საინტერესო რამ !
დიდი მადლობა ქრის მოწვევისთვის!
sorry, ამდენი ხანი რომ ვერ მოვაბი თავი. იცი რატომაც და მადლობა რომ გესმის ჩემი.
ნუ აქ ახლა მეგობრობაზე არ ვილაპარაკებ, საკმარისად დაპოსტე მეგობრობაზე, მეგობრებზე და ჩვენს საერთო "საუკეთესო მეგობარზეც".
ესეც არაა ახალი თემა!
მაგრამ ...
რადგან კომენტარების დადებასაც ვერ მოვაბი თავი, ყველაფერს ერთად დავწერ.
ანუ დიდი კომენტარი ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე
ნუ ქალი რომ არ ყოფილიყო მოწყენილი ადამი ახლაც სამოთხეში იჯდებოდა...
კაცებო, დღეს არავინ შეგიქმნის ქალს!...
და ქალი რომ არ ყოფილიყო და ქალი რომ არ ვიყო, ახლა ამ პოსტსაც ვერ დავწერდი.
ამას წინათ რომელიღაც ბლოგზე წავიკითხე რჩევები მამაკაცებისთვის, "როგორ შევაბათ ქალი"!
ბევრი ვიცინე, იმ რჩევების მიხედვით ვერც ერთი კაცი ვერ შემაბამდა!
ნუ ქვის ნამდვილად არ ვარ და ნამდვილად მამაკაცები მომწონს! მაგრამ ყველა ქალი ინდივიდუალურია (მიუხედავად იმისა რომ კაცები ამას ვერ ხედავენ ან არ ხედავენ!) და დაზეპირებული კომპლიმენტებით მამაკაცებს რამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, არიან მამაკაცები რომლებიც ფლირტის ხელოვნებას ფლობენ, მაგრამ ისინი განსხვავებით დაზეპირებული კომპლიმენტებისგან, ჯერ აკვირდებიან ქალს როგორია, ცდილობენ მისი ხასიათი გაიგონ და იმის შესაბამისად იწყებენ ფლირტს (ნუ არსებობენ ჭკვიანი მამაკაცებიც!)
ქალი...
ქალების უმრავლესობა იმითაა დაკომპლექსებული , არის თუ არა ის საკმარისად ლამაზი!
არ მოგწონს საკუთარი კეხიანი ცხვირი, გაქვს არც თუ ისე თეთრი კბილები , მონგრეული ფეხები, დიდი უკანალი, თხელი თმა, არ ხარ ქერა და ათასი სისულელე და წვრილმანი რომელიც თავში გიტრიალებს და საკუთარი თავის გამოჩენის საშუალებას არ გაძლევს. ამ დროს კი ქუჩაში შეგხვდება შენზე ბევრად უფრო მსუქანი და უშნო ქალი, რომელსაც გვერდით ძალიან მაგარი ტიპი უდგას და ფიქრობ "მე რატომ არავინ არ მყავს!" და ნერვებმოშლილი დაწყებულს დიეტასაც არღვევ...
კაცი...
"რა უნდათ ქალბეს თვითონაც არ იციან!" მამაკაცებისთვის თავის დასამშვიდებელი,საყვარელი გამოთქმა და არც ერთი მათგანი არც ცდილობს გაიგოს რა უნდა ქალს. არადა ქალს სწორედ ეს უნდა, მამაკაცს მისი ესმოდეს
ცხოვრების გასაადვილებლად, არსებოს კატეგორიები, რომლის მიხედვით ამა თუ იმ ქალს თუ მამაკაცს დიდ თუ პატარა ქვაბში დაახარისხებ და იტყვი ეს ჩემი ტიპი არაა!... მაგრამ იმის გასაგებად,შენ დიდი თუ პატარა ქვაბის თავსახური ხარ ვერანაირი ტესტი და კატეგორია ვერ დაგეხმარება, გარდა საკუთარი თავისა.
ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავისი ქმარი ინტერნეტით გაიცნო, და იმ კაცებიდან აირჩია, რომელიც "ფილტრის" შესაბამისად ყველაზე ნაკლენად ესადაგებოდა და მათი ურთიერთობა წარმოუდგენელი იქნებოდა!არადა ,არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს და დღესაც ძალიან ბედნიერები არიან.
არ არსებობს არანაირი ტესტი და კატეგორია, რომელიც შენთვის სასურველ ქალს და მამაკას გაპოვნინებს. ყველაზე კარგი ტესტი საკუთარი თავი და გამოცდილებაა.
და მთავარი No-Go!
შეცდომები რომლებიც ყველაფერს აფუჭებს!
ნუ მე რა შეცდომები დავუშვი არ ვიცი, ნუ რომც ვიცოდე აქ ნამდვილად არ დავწერ...
საკუთარი გამოცდილებიდან
No-Go სია ანუ შეცდომების, რომლებიც კაცებმა ჩემთან დაუშვეს:
No-Go! თუ ცოლი გყავს! და თან ორი შვილით!
No-Go! როდესაც ახალ შეყვარებულს უყვები შენს ყოფილზე.
No-Go! როდესაც დათვივით თმიანი ხარ. ცხოვრება განვითარდა და ჯუნგლებში აღარ ვცხოვრობთ.
No-Go! როდესაც 7 სხვადასხვა ბოზთან დადიხარ და ამას თან სიამაყით მეუბნები.
No-Go! როდესაც მაინც იგივეს მეკითხები,როცა უკვე გიპასუხე და თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ნერვები მეშლება როცა ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე მიმეორებენ.
No-Go! დაზეპირებული კომპლიმენტები.
No-Go! როდესაც არ მისმენ რას გეუბნები და შენ თვითონ ფანტაზიორობ რა შეიძლება მეფიქრა.
No-Go! როცა არ შეგიძლია მოითმინო როცა ცუდ ხასიათზე ვარ და უარესად მიშლი ნერვებს.
No-Go! ყურადღებას არ აქცევ როცა რამეზე არას გეუბნები, გგონია რომ კის ვგულისხმობ.
No-Go! არ მომატყუო, შეცდომას უფრო ადვილად ვპატიობ ვიდრე ტყუილს.
და რა ვიცი კიდევ რამდენი No-Go, ყველაზე კოშმარი ისაა რომ თავიდანვე გეუბნები, თუ გინდა რომ ჩემთან ურთიერთონდა გამოგივიდეს რა არ მიყვარს და რა მიყვარს.ჩინურად ნამდვილად არ ვამბობ ამ ყველაფერს და ძნელია რომ გაიგო?
ვიცი რომ შენც უამრავი No-Go გაქვს და თუ არ მითხარი, არ გაგიკვირდეს, რომ მეც გავაკეთო ის რაც ნერვებს ძალიან გიშლის. შენგან განსხვავებით მოსმენა ვიცი და თან ყურადღებით.
მოკლედ ეს იყო ჩემი No-Go კაცების მიმართ.
იდეალური არავინაა,
აქ ფილოსოფოსების გამონათვაბების წერას არ დავიწყებ
რომ შენი თავი რომ უნდა შეიცნო და ასე შემდეგ...
რომ ყველა ქალი ლამაზია და რომ მასში ეს სილამაზე უნდა დაინახო და თუ ვერ ხედავ შენ ხარ ბრმა.
არ დაელოდო სანამ შენთან თვალის ექიმი მოვა და გეტყვის: "აი შენს მარჯვნივ რომ ქალი დგას ძალიან ლამაზია და ერთმანეთს ძალიან უხდებით" ან ისეთ სათვალეს მოგცემს რომლითაც მარტო "იმ ერთადერთს" დაინახავ...
შენ თვითონ შეხედე სად იყურები , ვის უყურებ და რას გეუბნება...
და მითხარი შენი No-Go!
მოკლედ სულ ამის თქმა მინდოდა
The Woman in Red
8 Kommentare:
ძალიან მომეწონა ეს პოსტიი ^^ დავტოვე კიდევაც ქრისტისთან კომენტარი ^^
დიდი მადლობა.
მეც გიპასუხე იქ.
ho maxsovs mec es post, momewona iq :)) dammartnia mec egre, shemoval dasawerad da emre ise mivyvebi kitxvas da dakomentebas, viglebi da mere vizineb :)))
იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო რამეა პოსტზე დავიბენი...ნანიკო რა დაგემართა?შენი გონიერება,რომელიც ასე მიყვარს სად აორთქლდა?მაგალითად:როცა ითხოვ ტყუილი არ გითხრან,სიმართლის მოსასმენად მზად ხომ უნდა იყო?
და ვინ გითხრა რომ სიმართლის მომსასმენად მზად არ ვარ....
@ mitka 7777
შენ რომ გითხრა შვიდი საყვარეელი ერთდოულად მყავს მეთქი მოგეწონება?
ასეთ სიმათლეს მემგონი მარტო მე ვხარშავ და ვერ მიფასებენ, მეათე საყვარელი უნდათ და კიდევ უკმაყოფილო რცებიან თურმე რატომ ვერ ვუგებ...
ამ ცნობის ფურცელზე მოხვედრას სულაც არ ვგეგმავდი ამიტომ პირდაპირ დავიწყებ:მეათე საყვარელი არის გამოგონილი პირი,რისთვის დაჭირდა გამომგონებელს ეცოდინება..შეგიძლია მიპასუხო?
სიმართლის მოხარშვა ყველაზე ძნელია...ასეთი სიმართლის მერე ყველა წესით მელოდა მარცხი და ამიხდა კიდეც.მიუხედავად იმისა რომ ასეთ სიმართლეს უახლოეს ადამიანს ვეუბნები.კიდევ ავხსნა თუ საკმარისია?
Kommentar veröffentlichen