Posts mit dem Label No-Go werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label No-Go werden angezeigt. Alle Posts anzeigen

Sonntag, 25. Januar 2009

მოდი ქალო ნასკი გამხადე...

გულის ამრევია ნუ... ქართველი კაცის ოცნება!
უფასო სექსი და მოსამსახურე...
ნუ გუშინ გავიგე, რომ თურმე კარგი ბოზის მომსახურება სულ ცოტა 100 ლარი ჯდება! ასე რომ აღარ მიკვირს, ცოლი უფრო იაფია. ამას გარდა ხვდებიან რომ ასაკშსი შედიან და მოუნდათ შვილი და გვარის გამგრძელებელი. ახლა გაახსენდათ ნუ . იცხოვრეს კარგად და მოუნდებათ მერე 14 წლით უმცროსი ცოლი, ახლაგაზრდა, ენერგიული , ჯანმრთელი და თან ქალიშვილი. ქორწილებამდე ოქროს კოშკებს დგამენ და მერე ცოლად რომ მოიყვანენ:-''მოდი ქალო ნასკი გამხადე...''
რა მოხდა მერე ნუ, მთავარია კაცს ფული ქონდეს და რატო უნდა თქვას ქალმა უარი, ვერ წარმოუდგენიათ.
შენ შემოგევლე ოცდამეერთე საუკუნეში ვართ, Hallo...

Montag, 1. Dezember 2008

ციტირება ,,გონიერი ხარ მაგრამ არანორმალური,,

ნუ ერთ ერთმა ახლად გაცნობილმა ადამიანმა დაასკვნა , რომ თურმე გონიერი ვარ მაგრამ არა ნორმალური. ნუ პირველ რიგში მინდა გითხრა სკაიპით ერთხელ საუბრის შემდეგ ასეთი სწორი შეფასება პირველად მივიღე, აღფრთოვანებული ვარ!ნუ ის პიროვნება ვინ არის შენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს, მოკლედ ამას კიდევ რამდენიმე წერტილიანი კითხვა მოყვა, უფრო სწორად საუბრის თემა ,,1depresiashi archavardnis metodebi 2 gakceva monasteridan ll ...an daamate shevi varianti,, ნუ არა თუ ჩემი ვარიანტის დამატება, წინა ორზეც კი ვერ მოვასწარი პასუხის გაცემა უცებ გაუჩინარდა. მე კიდევ დავრჩი მოზღვავებული აზრების ამარა ... ნუ შენ ხომ ყოველთვის აქ ხარ!
...და რატომ უნდა ვიყო ნორმალური, ძირითადად ყველა ხომ ,,ნორმალურია,, და მეც რომ ნორმალური ვიყო მე აღარ ვიქნებოდი, და ბევრია ჩემსავით არანორმალური, ნუ მე ერთი მეგობარი მყავს. და რატომ ითვლება არანორმალურობა ნეგატიურად, ნუ ეს მხოლოდ ნორმალურების მოგონილია, რადგან განსაკუთრებულებისთვის სხვა სახელი ვერ მოიფიქრეს.ძირითადად ასე ხდება ხოლმე, ყველაფერი განსხვავებული რაც ნორმებში არ ჯდება არანორმალურია.ეს ნორმალურების თვითდამშვიდებისა და თავდაჯერების ერთერთი საშუალებაა.
რაც შეეხება დეპრესიაში არჩავარდნის მეთოდებს, ქვემოთ წერია. თუ როდესმე მივეცი ამ გვერდის მისამრთი ან დრო გაიგებს. ხო ამ გახსენებაზე, პიანინო არ მიყიდია, მხოლოდ 61 კლავიში ქონდა , ანუ მხოლოდ 5 ოქტავა და ასეთ არასრულფასოვან პიანინოს ისევ შანელის ალიური ვამჯობინე. ჩემი არმანის ჯიო გათავების პირას იყო და კიდევ ახალი დეპრესიის დაწყების მიზეზიი მეწყებოდა.
და მეორე! მონასტრიდან გაქცევა...
ეგ გრძელი ამბავია, რომ გაიგო ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, ისე რომ იცოდე მონასტრიდან არ გავქცეულვარ. ნუ ნათქვამია კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო. რაღაც თავისებური ინტერპრეტაციით გაიგო, რაც ძირითადად თავდაჯერებულ და მცოდნე ადამიანებს (რომლების დარწმუნებულები არიან რომ რაღაც ნამდვილად იციან)ჩვევიათ. ასე რომ ამას სხვა დროს მოგიყვები...
გაკოცე.
ამ ბოლო დროს ცოტა დრო მაქვს...
ნანიკო